- ლუკა ურუშაძე
- 1996
- 5
ვარდისფერ ღრუბლებში დათვებს ოქროსფერი სასახლე აქვთ. ყვავილებით, ბაფთებითა და დროშებით მორთული. სასახლის ქიმზე ვარსკვლავს შეუძლია ჩამოსკუპდეს. ეს ზეციური სამყაროა, სადაც მზე, მთვარე და ვარსკვლავები ანგელოზებთან ერთად ცხოვრობენ. მზე გაოცებული ზემოდან დასცქერის დათუნიას, რომელმაც ვარდისფერი ღრუბლის მდინარეში მოტივტივე ჩემოდანი დაინახა და მის ამოღებას ცდილობს. ის გადაიხარა და ეს-ესაა წყალში შევა, როგორც კი დინება მიუახლოებს ჩემოდანს, ხელს ჩაავლებს და ამოიღებს. დედა და მამა დათვიც პატარა დათვს გულშემატკივრობს. მზის მარცხნივ სამი ანგელოზია. მხოლოდ ისინი არიან ძალიან მშვიდად და ელოდებიან, როდის დაიჭერს დათუნია ჩემოდანს, რომელშიც საჩუქარი ელოდება.
კომენტარები