- ლევან სურმანიძე
- 1998
- 6
ღამე არაჩვეულებრივია – მთვარე საქსაფონზე უკრავს და ვარსკვლავები ცეკვავენ. პერსონიფიცირებული ვარსკვლავები სხვადასხვაგვარი, ელეგანტური ჩაცმულობით და მოძრაობით არიან გამოსახული. მათი წვეტიანი ფეხსაცმელები საერთო „ვარსკვლავურ სტილს“ ქმნიან. ასევე ვარსკვლავის ქიმების იმიტაციაა მათი ხელების და ქუდების დაბოლოებები. კომპოზიციის მარცხენა მხარეს ვარსკვლავების სასახლეა, რომელიც ეკლესიას წააგავს თავისი თაღებით, ის ღრუბელზე დგას. ღრუბლებში გაჭრილია ლამაზი კარიბჭე. კარიბჭიდან სასახლეს გარსს არტყამს ვარსკვლავებიანი გალავანი. ვარსკვლავების ცეკვის მაყურებლები არიან წვიმის წვეთები, რომლებიც გაოცებული შესცქერიან მათ.
კომენტარები