„ზეიმი ვარდისფერი ღრუბლების სამეფოში“

  • ჯგუფური პანო
  • 1999წ.
  • 4-6

ჯგუფური პანო წარმოადგენს სპექტაკლის ილუსტრაციას, სადაც თითოეულმა ბავშვმა თავისი პერსონაჟი შექმნა როგორც ესკიზი და შემდეგ პანოზე გადმოიტანა. ფუტკრებს და პეპლებს დღესასწაული ჰქონდათ, რადგან მათ თავიანთი გაუჩინარებული  მევიოლინე  ჭრიჭინა  ვარდისფერი ღრუბლების სამეფოში იპოვეს. ამისთვის დიდი და რთული გზის გავლა დასჭირდათ მიწიდან ზეცამდე; აბა როგორ არ იზეიმებდნენ?! მათთან ერთად ხარობენ, მღერიან და ცეკვავენ წვიმის წვეთები. განსაკუთრებით ლამაზია პეპლების ფრთების მოხატულობა, ფერადოვნება, ფორმათა მრავალფეროვნება. მაჟორი, ხალისი და დინამიკა იგრძნობა წვიმის წვეთების მოძრაობებში, მათ სახეებში. საერთო ზეიმში ყველა თავის ცეკვას ასრულებს. ერთ-ერთ წვიმის წვეთს ქართული ეროვნული სამოსი აცვია – მხრებზე ნაბადი მოუსხამს და იარაღითაც აღჭურვილა. მარჯვენა კუთხეში ვხედავთ ანგელოზს შარავანდედით. ის სიხარულითა და სიმშვიდით სავსე აკვირდება ცისა და მიწის ზეიმს; მისი კაბის კალთაზე ერთი წვეთი მოსრიალებს და შთაგონებული სახით მღერის; წინა პლანზე მთავარი გმირი, ღრუბლებში დაკარგული ჭრიჭინა, გატაცებით ასრულებს თავის მელოდიას;

კომენტარები
გაზიარება