„ზოოპარკი“

  • ჯგუფური პანო : ემილი წიკლაური, ოლივია არმეტა-პოგოსოვა, ილიკო გიგინეიშვილი
  • 2022
  • 4 -5 წ.

ბავშვები განსაკუთრებული ხალისით მუშაობენ ანიმალისტურ ჟანრში. ამ პანოზე თავიანთი საყვარელი ცხოველები დახატეს თავისებურად. ემილის სპილოს ლამაზ სახურავიანი სადგომი აქვს, კუ-ყვავილებით სავსე აუზში ცურავს და აქვს საკუთარი ვარდისფერი სასეირნო ბილიკი სპილოს სადგომამდე.  აქ არის ილიკოს ვარდისფერ-ზოლებიანი ზებრაც, რომელიც მწვანე მინდორში თავისუფლად დასეირნობს ხდა ყვავილებს ყნოსავს. მას თავზე ლამაზი პეპელა აზის და ფრთებით უღუტუნებს, ზებრას კი ეღიმება. ილიკოს ლომი ყვავილების სურნელით ტკბობის მომენტშიც კი, ინარჩუნებს თავის მეფურ იერს და  ღირსებას,  ამიტომაც ის კომფოზიციის ცენტრშია.  ძალიან გრაციოზული მოძრაობა აქვს  ოლივიას ბაფთიან ჟირაფს, რომელიც მის ზურგზე მის ზურგზე შემოსკუპულ ჩიტუნას სიმღერას ღიმილით უსმენს. მათთან  ემილის ფრთა-მოხატული  პეპელაც მიფრინდა. წინა პლანზე მარჯვენა კუთხეში ოლივიას ოლივიას ოქროსფერი ფისო მოდის რომელსაც ჯიბეებში კანფეტები აქვს და ცალ ხელში კი ფანქარი. ცალი ყურს და იასამნისფერ ბაჩუჩებს ბაფთები უმშვენებს. ყველა ბავშვს გაუხარდებოდა ამ ზოოპარკის ბინადრებთან მეგობრობა.

დეტალები
კომენტარები
გაზიარება