- ნინო შევარდნაძე
- 13 წლის
- ფერწერა, ზეთის საღებავი
ამ ნამუშევრიდან თოვლის სიჩუმის მელოდია ისმის. თოვლთან ერთად, სიმყუდროვით, სითბოსა და სისპეტაკით შემოსილა გარემო. ბარდნის… ხის სახლში ბუხარი გიზგიზებს და საოცარი სურნელი საკვამურიდან კვამლმა გარეთაც გამოიტანა. მდინარე გაყინულა, ხიდი და პატარა ნავიც თოვლით დაფარულა. ნაძვები თოვლის ქურქით შემოსილან. თოვლს ჯერ ვერ წაუშლია ხიდიდან სახლისკენ მიმავალი ადამიანთა ნაკვალევი. გარეთ არავინ მოჩანს, რადგან ყველა თავის სახლში შეყუჟულა; ბუნება კი, ზამთრის უბრალო სიდიადეს ზეიმობს.
კომენტარები