“შემოდგომის რაფსოდია 2”

  • ჯგუფური პანო
  • 1996
  • 4-7

მშვენიერ წამებად ქცეული ფოთლების უკანასკნელი ცეკვა ხის ტოტიდან მიწამდე. ყოველი ფოთოლი პერსონიფიცირებულია და მათ ხასიათში და განწყობაში ჩანს მათი პიროვნული ნიშნები. ფოთლებს სურს, თავისი არსებობის უკანასკნელი წამები მშვენიერებად აქციონ. ისისნი ფარფატით ეშვებიან დაბლა, ნელი, აუჩქარებელი, გრაციოზული მოძრაობებით, თითქოს ემშვიდობებიან მშობლიურ სამყოფელს. ზეცის პატარა მონაკვეთში, სანამ დაეფინებიან მიწას, უკანასკნელ ამოსუნთქვასავით ლამაზ ცეკვას ცეკვავენ.  ზოგს ღიმილი მოჰფენია სახეზე, ზოგი კი აცრემლებული ტოვებს მშობლიურ ხეს, მაგრამ ყოველი მათგანი   გარდაუვალ გარდაქმნას ეგებება.

დეტალები
კომენტარები
გაზიარება