• ანა ფარტენაძე
  • 10 წლის
  • მხატვარი

„სახურავები“

                სახურავები ყველაზე კარგი ადგილია,  საიდანაც განსხვავებული რაკურსით მოჩანს სამყარო; მხატვარს უყვარს ამ თვალსაწიერიდან ხილული სამყაროს ასახვა; სწორედ ეს მხატვარია გამოსახული ცენტრალური სახლის სახურავზე; ის ამჯერად ყველაზე ლამაზ სახურავზე მჯდომ ბეღურას ხატავს. კომპოზიციის მარჯვენა კუთხეში ელექტრიკოსი მუშაობს და სადენების შეერთებას ცდილობს. რადგან მზის სხივები ყველაზე ადრე სახურავებს ეფინება, მას სარეცხის გასაფენადაც იყენებენ; შორს ტაძრის გუმბათი, სამტრედეები, საკვამურები, ფონზე ზღვა და მდუმარე მთები მოჩანს. ამ საოცარ სიმშვიდესა და იდილიაში გამოჩნდა ქოლგა, რომელმაც ქართან ერთად სახურავებს გადაუფრინა;

კომენტარები
გაზიარება