- ელი ხოფერია
- 10 წლის
- მხატვარი
უზარმაზარი მზე დედოფლის გვირგვინით მოევლინა ქვეყნიერებას; ის მზრუნველი გამოხედვით უცქერის სამყაროს – პატარა გვირგვინოსან ღრუბლებს, მწვანე მინდორში მდგომ გვირგვინოსან ხეებს, რომელთაც ტოტები გაუშლიათ, რომ მათ რტოებზე კარგად მოკალათდნენ პეპლები და ჭიამაიები; აქვეა ბაჭია, რომელმაც იმდენი სტაფილო მიირთვა, რომ სტაფილოსფერი გახდა; მას ბალერინის ლამაზი ვარდისფერი ქვედაბოლო ჩაუცვამს; ის ლამაზ პეპელასთან ერთად ეწვია ველის ყველაზე დიდ და მომხიბვლელ ყვავილს. ყვავილიც თავის მხრივ, სიხარულით ეგებება სტუმრებს;
კომენტარები