- ნელი აგირბა
- 10 წლის
- მხატვარი, ჟურნალისტი, ტელე-წამყვანი
მზე უყურებს, როგორ გადადის ღრუბელი ჰაერის მდგომარეობიდან წყლის მდგომარეობაში; როგორ გამოეყოფა მას წვეთები. საოცარია მისი გადაწყვეტა, იდეა და პლასტიკური ფორმები. ერთი თითქოს ცეკვავს, ის ჯერ კიდევ სრულად არ მოსწყდა წყლად ქცეულ ძირითად მასას. მეორე კი ფლეიტაზე უკრავს . აქვეა პერსონიფიცირებული ფრთოსანი ზარი, რომელსაც შარავანდედივით თავზე ადგას ცეცხლის ალი და თითქოს მისი ძალით მზისკენ მიისწრაფვის. მაყურებელს თითქოს ამ ზარის წკრიალის ხმაც ჩაესმის ფლეიტის მელოდიასთან ერთად. შემდეგი საინტერესო პერსონაჟი არის მერანი, ფრთოსანი ცხენი – პეგასი, რომელიც ასევე მიისწრაფვის მზისკენ. ფონი მაჟორულია, მაგრამ ძალიან ფაქიზი და რბილი.
კომენტარები