- ლიზი ხალვოშვილი
- 1996
- 7
წინა პლანზე ორი ნორჩი ხე ტოტებით ერთმანეთს გადახვევია. ისინი ყვავილობენ და კვირტებიდან ახალგამოსული ფოთლებით მწვანედ იმოსებიან- მათ სიყვარულის დღესასწაული აქვთ, რომელსაც კუნძზე დადებული ტორტით აღნიშნავენ. მათი სიყვარულის მოწმე პეპლები ლამაზ სადღესასწაულო ბუშტებთან ერთად დაფრინავენ ცაში. უკანა პლანზე, მოშორებით ხანდაზმული ხეებია გამოსახული… შემოდგომის ფერები შეჰპარვიათ კი არა, სულ გაოქროსფერდნენ. ქალბატონ ბებო ხეს უფრო მეტი წითელი და ნარინჯისფერი აქვს ფოთლებში გაბნეული ლამაზ სამკაულივით, მაგრამ ხანდახან თავი წამოსტკივდება და უნდა შეიხვიოს მწვანე, წითელბურთულებიანი თავსაფრით. თითქოს ღიმილიც ერიდება ისეთია მისი კეთილი და ნაზი სახე. ბაბუ ხეს კი წვერ-ულვაში ამშვენებს, რომელიც ხის ქერქთან იდენტიფიცირდება. ცოტა კუშტად შეუკრავს წარბები, თვალებში მამაც გამომეტყველებასთან ერთად ცის ანარეკლიც მოსჩანს. (აქ თვალსაჩინოა, თუ რა კარგად ხედავენ და აღწერენ ბავშვები სხვადასხვა ასაკის ქალისა და მამაკაცის ხასიათის თავისებურებებს). მათ ფესვები ღრმად აქვთ მიწაში გადგმული და ტოტებითაც არ სცილდებიან ერთმანეთს – სულ ერთად ყოფნის სურვილით. კარგი ამინდია და მზე ხარობს ხეების ცქერით. ერთ ნახატში პერსონიფიცირებული ხეების საშუალებით სეზონებში გაერთიანება – ცხოვრების გზას ასახავს; მარად ერთად !