- კესო რამიშვილი
- 1998
- 13
მაცხოვრის შობის კომპოზიცია ასახავს ბაგას, სადაც მაცხოვარი იშვა. ცხოველთა სადგომში თივის მარაგია ზვინებად; ერთ-ერთ მათგანზე მიწოლილია ღვთისმშობელი; მას პატარა იესოსკენ გაუწვდენია ხელები, რომელიც მასთან იოსებს მიჰყავს; მათი მოძრაობები სათუთი და მზრუნველია; ყურადღებას იქცევს დიდი თაღი, რომელიც ბაგაშია გამოჭრილი და მის შესასვლელს წარმოადგენს; თითქოს ცა შემოდის ბაგაში თავისი მთვარით და ვარსკვლავებით. ერთერთი ვარსკვლავის შუქი ზედ დაადგა ჩვილ იესოს და ნათელში გაახვია. ბაგაში ანგელოზთა გუნდი გალობს „ალილოს“. თაღთან ცხენი დგას თავდახრილი; თივის ზვინებიდან ცხოველები და ფრინველები – ძროხები, ცხვრები, წიწილები გამოდიან თაყვანსაცემად – „ყოველი სული აქებდეს და ადიდებდეს უფალსა“. წნელის ღობეზე ჩიტები შემომსხდარან და ისინიც გალობენ „ალილოს“.
კომენტარები