- ჯგუფური პანო - ნელი აგირბა, ნინო ადეიშვილი, გუგა ბუღაშვილი, სანდრო ქაჯაია, სალომე ცინცქილაძე;
- 1994
- 6-7
პანო მიეძღვნა ბათუმის საკრავიერი ხელოვნების ექსპერიმენტული სკოლის დამფუძნებელსა და სოლფეჯიოს მასწავლებელს-ედნარ ქიქავას, რომელიც ამავდროულად იახტის კაპიტანია. ბავშვებმა მას ოცნების იახტები აჩუქეს. თითოეულ მათგანზე განსხვავებული მდიდარი და მრავალფეროვანი სამყაროა. აქ წარმოდგენილია ყვავილის, მთვარის, დელფინის, ფოთლის და ა.შ. სხვადასხვა ფორმის იახტები. თითოეულ მათგანზე შეინიშნება მუსიკალური ელემენტები. იგრძნობა შემსრულებელთა განსხვავებული ხელწერა და მიდგომა. მთლიანობაში ყოველი დეტალი ერთ ლამაზ, მარინისტულ სიმფონიად წარმოგვიდგება.
კომენტარები