- გუგა ბუღაშვილი
- 1997
- 7
ღრუბლების სამეფო წარმოდგენილია თავისი კოშკურებით. მისი ქონგურები მორთულია ლამაზყვავილიანი ქოთნებით. კოხტა აივანზე სუფრაა გაშლილი. სასახლის ეზოში ლხინია გამართული. დიდი, გრძელი მაგიდა გაუშლიათ ცისფერი ღრუბლების სუფრით. ტაბლა სავსეა სხვადასხვა ხილით და სანოვაგით. სუფრის თავში ლურჯსამოსიანი ბატონი სადღეგრძელოს ამბობს. სუფრის წევრები ილხენენ ისე, თითქოს ადგილზე ცეკვავენ კიდევაც. იქვე ჩელოზე ასრულებენ მელოდიას. მუსიკოსთან ახლოს ბატონმა ქალბატონი მიიწვია საცეკვაოდ განსაკუთრებულად ლამაზი კაბით. ყურადღებას იქცევს ღრუბლების კარიბჭე, რომელიც გამშვენიერებულია სანოტო სისტემით და ფანრებით. მისი ორი ნაწილის შეერთება წარმოადგენს კუპიდონის გულს. გალავნის ყოველი ნაწილი სამეფოგვირგვინიანი გულებით არის მორთული. წინა პლანზე ორ ცხენზე შებმული სამეფო ეტლია. ის შემკულია განსხვავებული ფარდებით, სამეფო სიმბოლიკით და ორნამენტებით. მის ერთ-ერთ სარკმელში მოჩანს ანთებული შანდალი. მზიანი ცის ფონზე გამოსახულია ღრუბლების სახლი და ღრუბლების ჭა. განსაკუთრებით საყურადღებოა ღრუბლების ჭა, საიდანაც წვიმის წვეთების ამოტანა შეიძლება. სასახლის ზემოთ ორი ღრუბელია, რომელზეც დასვენებულია მთვარე და გვირგვინი. საოცარი სამყარო ერთდროულად ქმნის გაწონასწორებულ, თავშეკავებულ, მაგრამ ამავე დროს ამაღლებულ და საზეიმო განწყობას.