„აჭარული“

  • ეკა ვარშანიძე
  • 1996
  • 7

საქართველოს ულამაზესი კუთხის აჭარის  რეგიონის ეთნოლოგიის ამსახველი კომპოზიცია;

აქ სტუმრებს ღვინის დოქით ხვდებიან და სწორედ ეს არის გამოსახული წინა პლანზე ხის კუნძზე – ნიშნად უბრალოებისა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები ცეცხლოვან აჭარულ ცეკვას გაშლილ მინდორში ცეკვავენ; სამივე წყვილი განსხვავებულ ილეთს ასრულებს; აჭარაში მოხუცებს პატივს სცემენ, ამიტომ უხუცესს სკამი მოართვეს; ის იღიმის და ტაშს უკრავს; გოგონა სკამის უკან დგას და მოხუცზე ზრუნავს; ახალგაზრდები კი ფეხზე დამდგარი ტკბებიან სანახაობით; წინა პლანზე პატარა გოგონა ყვავილებით ხელში ელოდება ცეკვის დასრულებას, რომ მოცეკვავეებს მიართვას; გადაჭრილ მორზე სხედან მუსიკოსები, რომლებიც ფოლკლორულ ინსტრუმენტებზე – გარმონსა და ჭიპონზე საცეკვაო მუსიკას ასრულებენ; უკანა პლანზე, ნაძვნარში აჭარული სახლი დგას – ცალი მხრიდან ბჯენებზე შემდგარი და მეორე მხრიდან მთის ფერდობს დაყრდნობილი; მის გვერდით კი გრძელ ფეხებზე შემდგარი ტრადიციული ნალიაა; ორივეში კიბით შეიძლება შესვლა; ეზოში ლამაზი ჭაა. კომპოზიციიდან სუფთა ჰაერი, უბრალოებით და სიხარულით გაჟღენთილი პოზიტიური განწყობა გადმოდის;

დეტალები
კომენტარები
გაზიარება