„მხიარული ცხოველები “

  • ჯგუფური პანო
  • 2000
  • 4-7

ცხოველებს შეუძლიათ ხალისიანი დღე დღესასწაულად აქციონ. მათ აერთიანებთ, რაღაც სიკეთით და სითბოთი ქცეული ჰარმონია, რომელსაც ისინი თვითონ ინსტრუმენტებით ქმნიან. ჟირაფი ვიოლონჩელოზე უკრავს, ციყვი ვიოლინოზე, მელა საქსოფონზე. მას სიამოვნების გამომხატველი გამომეტყველებით უცქერის მელა, რომელიც დასარტყამ თეფშებზე თავისი პარტიის დროს ელოდება;  დიდი ვარდისფერი გოჭი და დათუნია გიტარაზე უკრავენ.  კურდღელი ინდურ სამოსში გამოწყობილა და საცეკვაოდ ემზადება. უკანა პლანზე სპილოს ხორთუმით ყვავილი მიაქვს მისართმევად. კმაყოფილი და ბედნიერი სახით უსმენენ მელოდიას კურდღლები უკანა პლანზე, თითქოს სტაფილოს ბოსტანში მუშაობას თავი დაანებესო. წინა პლანზე დიდი და პატარა ყვავილების მომღერალთა გუნდია წარმოდგენილი. მათ შესაბამისად, დიდი და პატარა ფუტკარი  დირიჟორობს. პეპლები და ჩიტები ხარობენ მშვენიერებით. ბაყაყი და  ყვავილზე მჯდომი ჭიამაია ერთმანეთს თვალებით რაღაცას ანიშნებენ. ხარობს ბუნება!

დეტალები
კომენტარები
გაზიარება