„ხილთა ქება”

  • მარიამ რუხაძე
  • 2000
  • 12

მზემ ხილი დაამწიფა – როგორ? სხივები შემოხვია ყველას ერთდ, თითქოს გულში იკრავს. შემდეგ დამწიფებული ხილი შემოდგომის დედოფალს ჩააბარა. ოქროსფერქოჩრიანი სიმინდი ფოჩებიდან იჭყიტება. თეთრი ყურძენი შავთან მუსაიფობს. თხილი წაბლთან ცეკვავს, ფორთოხალი ლიმონთან, საზამთრო კვახთან; ვაშლი ცალი თვალით ჩუმად გასცქერის მსხალს, მსხალიც მას უცქერის შორიდან თითქოს მისვლა ერიდებაო. ბალახს ყვითელი ფერი შეჰპარვია. მწერები ჩუმად ფუსფუსებენ, რადგან შემოდგომის დედოფალი  მობრძანდება თავისი ულამაზესი კაბით. მის კაბასა და თმებს ყვითელი ფოთლები და შემოდგომის ატრიბუტები ამშვენებს; გვირგვინი და სარტყელი დედოფალს უფრო მეტ სიდიადესა და სიდარბაისლეს ანიჭებს;

დეტალები
კომენტარები
გაზიარება