„ქოლგების ცეკვა “

  • ჯგუფური პანო : ემილი წიკლაური/ ილიკო გიგინეიშვილი/ ნინო ლორთქიფანიძე/ ნიცა ამილახვარი/ მია ამილახვარი/ ელენე დავითაძე/ ულიანა ტიმოშენა / შაკო სირაძე/ ოლივია არმეტა-პოგოსოვა
  • 2021
  • 4-12 წ.

ონავარმა ქარმა სამსახურში, სკოლაში, თუ ბაღში მიმავალ  დიდებსა და ბავშვებს ქოლგები ხელიდან გამოსტაცა და ცაში ააფრიალა. ყველამ ზემოთ აიხედა და რა დაინახეს?! ამდენი განსხვავებული ფერის, ფორმის და ზომის ქოლგა, სულ ლამაზები და ფერადები, სხვადასხვაგვარად მოხატულები ცაში ბზრიალებდნენ და წვიმის წვეთებთან ერთად ცეკვავდნენ ქოლგების ცეკვას; ამ ლამაზმა სანახაობამ ყველას ღიმილი მოჰფინა სახეზე. ბოლოს ქარმა ონავრობა დაასრულა და ყველას დაუბრუნა თავისი ქოლგა; მაგრამ ეს ცეკვა არასდროს არავის დავიწყებია;

დეტალები
კომენტარები
გაზიარება