``მხოლოდ გული ხედავს კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან``
ბავშვთა ხელოვნების შესახებ
ქედს ვიხრი ბავშვთა ხელოვნების წინაშე…რატომ? – ისინი ხომ გულით ხედავენ!.. დიდების ნახატებში იშვიათად შეხვდებით ასეთ გრძნიბების სიფაქიზეს, გულწრფელობას და სიმართლეს. ასეთ გაბედულებას ხაზის მოძრაობაში. საოცარ რითმს და ძლიერი მუხტის მატარებელ – რუდუნებით შექმნილ დახვეწილობას. ემოციის გამომხატველ ზუსტ ვიბრაციებს, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს. მდიდარია ბავშვთა ხელოვნება ენერგეტიკული თვალსაზრისით.
ბავშვთა ხელოვნებაში ვხვდებით კომპოზიცის ყველაზე მარტივ, ლაკონურ და უბრალო გადაწყვეტას, რომელიც ცოდნას კი არა ინტუიციას ეყრდნობა – ეს საინტერესოა.
ბავშვები სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ ფერებს და პროპორციებს…
იშვიათად ვნახავთ ასეთ მეტყველ სახეების, მეტყველ საგნებსა და ფორმებს. აქ ყველაფერი მოძრაობს, ცოცხალია სუნთქავს. სივრცე და ხედვის თვალსაწიერი , ისევე როგორც მათი შესაძლებლობები უსაზღვროა მნიშვნელოვანია ის ,რომ ბავშვთა ხელოვნება ყოველთვის ყველაზე ახალია , ის არი უშრეტი ფანტაზიის წყარო , ჯერ შეუბილწავი და წმინდა იდეების მატარებელი. ბავშვის წარმოსახვას და შემოქმედებით უნარს თუ თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას მივცემთ, ვერ ჩაეტევა ხელოვნების ერთი კონკრეტული დარგის ჩარჩოში და მარტივად სხვა მიმართულებებსაც მოიცავს . დაუშვათ ხატვიდან შეიძლება გადავიდეს ლიტერატურეში, მუსიკაში ან პლასტიკაში … მთლიანობის სისრულის განცდა ასე უბრალოდ, მარტივად და უშუალოდ სხვას ვის შეუძლია?! დიდი ხელოვანიც ის არი, ვინც ეს უნარი შეინარჩუნა.
მოდით ძალიან დიდი სერიოზულობით და სიფრთხილით მიუვდგეთ ყველაფერს,რასაც ბავშვები ქმნიან … იქ ყველა ხელის მოძრაობა, წერტილიც კი მნიშვნელივანია. საერთოდ ნუ ჩავერევით, ნუ მივაწოდებთ შაბლონებს და გამზადებულ ფორმულებს – ეს სამუდამოდ ჩაახშობს, დათრგუნავს ბავშვის მისწრაფებას თქვას ის უნიკალური სიტყვა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. ნუ ვაჩვენებთ ჩვენს ცოდნას და ნუ მოვაქცევთ თქვენს ჩრდილში – მოვუსმინოთ,.. ავყევეთ წარმოსახვაში და შევეცადოთ ერთი ნაბიჯით ვაჯობოთ – ძალიან გაუხარდებათ და ეს სიხარული იმუშავებს როგორც ამომგდები ძალა ბავშვის შემიქმედებითი ენერგიითვის. არასოდეს შევასრულოთ მათი სამუშაო, ვუთხრათ, რომ ,, რაც არ იციან , გააკეთონ ისე, როგორც გრძნობენ,, … ვასწავლოთ მხოლოდ კულტურა, წესრიგი და საგნებთან დამოკიდებულება ეს მათ საკუთარი აზროვნების, ემოციების და წარმოსახვების ორგანიზებასა და თვითგამოხატვაში დაეხმარებათ. ვესაუბროთ სახეებით , ბავშვებს მხოლოდ სჭირებათ მაგალითი, თუ რა სიღრმით აღვიქვამთ ჩვენ საგნებსა და მოვლენებს , რა ემოციით და გულწრფელობით ვუზიარებთ მათ შთაბედილებებს…
იმ მარცვალში, რომელსაც ბავშვის შემოქმედებითი ენერგია ქვია , სულიერი საწყისები ზეიმობს . ეს მარცვალი ჯერ ნოყიერ ნიადაგს – ,,შთაბეჭდილებებით გამდიდრებას,, და თბილ საფარველს – ,, უფროსის ემოციას… ,, , მორწყვას -,, უფროსის წარმოსახვითი ხედვის მაგალითს,, ითხოვს ; მერე დიდ მოთმინებას და მოლოდინს და არა დაჩქარებულ პროცესებს – ჩარევა ბავშვის შემოქმედების ნაყოფს სურნელს და გემოს აკარგვინებს. ნუ გავანადგურებთ ჩანასახშივე მის პიროვნულს. და ბოლოს როცა თბილი ნიადაგიდან პატარა ყლორტი ამიწვერება და დაიწყებს გაზრდას, ითხოვს მხოლოდ საყრდენს – მოსმენას და თანაგანცდას ზნეობით გაჯერებულს.
ადამიანის შემოქმედებითი უნარები რომელიც მისი ბავშვობიდან იღებს სათავეს ვლინდება არა რომელიმე კონკრეტულ ან რამდენიმე ხელოვნების დარგში მოღვაწეობისას, არამედ ადამიანის ყოველდღიურობაში. შემოქმედებითი უნარი არი ძირითადი განძი , რომლის შენარჩუნებითაც ჩვენს ბავშვებს ამ ტექნიკურ ეპოქაში შევუნარჩუნებთ უნიკალურობას , პიროვნების ღირსების და ფასეულობების განცდას, ფსიქოემოციურ სტაბილურობას და ჯანმრთელობას.
ნატალია ჭკუასელი
წარდგენა და კონცეფცია
გამარჯობა! ჩვენს პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლანეტაზე – ჩვენივე თავისუფალი ნების გადაწყვეტილებით ვირჩევთ და ვახარებთ იმ უხილავი თესლის მარცვალს, რომელიც ყოველგვარ ნიჭზე უმეტესია.
ყველაფერი , რაც ჩვენს პატარა ასტეროიდზე იბადება და იცხოვრებს — იცოცხლებს იმ შეგნებით, რომ ვალდებულია ხედავდეს სამყაროს მშვენიერებას და ზრუნავდეს მასზე.
…და ის, ვისაც კარგად ესმის ცხოვრების ავ-კარგი , სწორად ჩასწვდება ჩემი სიტყვების აზრს: ბრმა მიმბაძველობა და ზედაპირულობა, გაურჯელობა და პრიმიტიულობა — ზრდის, სიცოცხლის, განვითარების ნიშან – თვისებებს არ ატარებს , ამიტომაც ფრთხილად ყოფნას გირჩევთ!…
ამის საპირისპიროდ უნიკალურობა, საგანთა არსის სიღრმისეული წვდომა , ძიება,გარჯა და მშვენიერების სიძნელის აღიარება — ჭეშმარიტი შემოქმედების შემეცნების გზაა. ადამიანის იმ ავტონომიური უნარის ამოქმედებაა, რომელიც შემოქმედს მიგვამსგავსებს.
ამ ქვეყნად ყოველი არსება და მით უმეტეს ადამიანი, თავისუფლებისთვის და თავისი უნიკალური უნარების რეალიზებისთვის იბადება. იმ სამყაროში ყოფნის სიხარულს, სადაც გულის თვალებით ხედავენ მთავარს და არსებითს , სადაც დროის და ადგილის საზღვრები არ არსებობს, ვერცერთი სიხარული ვერ შეედრება!.. და მეც სწორედ ამის შეგნება მაძლევს ძალას, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩემს დიდ და პატარა მეგობრებთან ერთად ( აკი გითხარით დროის და ადგილის საზღვრები არ არსებობს მეთქი …) ჩვენს საყვარელ ,,ასრტეროიდზე 712 “ გავატარო. ის ,, ასტეროიდ B 612” – თან ძალიან ახლოს, თითქმისმეზობლად მდებარეობს… ასე რომ თუ მოშინაურება გსურთ სიხარულით გელოდებით !..
ნატალია ჭკუასელი
