Ekaterine Tchelidze - Kids Phsychology

რთულია იცხოვრო მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში და ამან შენზე გავლენა არ მოახდინოს.არ შთანთქას ის, რაც ერთს გამოარჩევს მეორისგან და  ხდის პიროვნებად. თუმცა შეუძლებელი არაფერია თუ ამას მოინდომებ, რადგან ადამიანური ძალების მიერაა შექმნილი ყველა მოცემული ტექნიკა და პირველმა მეორეს ნამდვილად უნდა აჯობოს. ეს ყველაფერი სურვილით უნდა დაიწყოს. მონდომებით,  რომელიც აუცილებლად ჩართავს ნებისყოფას, ეს ძალიან რთული, ხანგრძლივი და ამავდროულად სასიამოვნო პროცესია. სასიამოვნო იმდენად,რამდენადაც ადამიანი ძლევს სირთულეებს საკუთარ თავში და იმარჯვებს მის შიგნით არსებულ სისუსტეებზე, რომელიც აღზრდით თუ სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილებით დაუგროვდა.იმარჯვებს ცრურწმენებზე და შთაგონებებზე რომელსაც მას სთავაზობენ და ხდება ის ერთი და განსაკუთრებული,რომელსაც ანალოგი არ ჰყავს .ამის შემდეგ კი იწყება საინტერესო პროცესი და ჩნდება სურვილი სხვასაც დაეხმაროს იგივეს მიღწევაში. ამისთვის არსებობს სხვადასხვა პროფესიები,რომელთა პირდაპირი ვალდებულება სწორედ ისაა, რომ ასეთ პროცესებს დაუდონ საფუძველი ბავშვში.

როცესაც ,, ასტეროიდ 712 -ის“  სივრცეს ვუყურებ , ზუსტად ასეთი ფიქრები მიტრიალებს თავში. არა აქვს მნიშვნელობა ინდივიდუალურ ნამუშევარს ვნახულობ, თუ  ჯგუფურ პანოს, ყველგან ერთნაირად იკითხება პიროვნული,ინდივიდუალური,უნიკალური შტრიხი. მთლიანად გამოსულია გარეთ ფიქრები, განცდები ფანტაზია და ხაზებით ისეა გადმოცემული, ყველა მხოლოდ  თავის თავზე ყვება. სამყაროში , სადაც ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ კომპიუტერულ თამაშებს, სერიალებს, თრეილერებს, რომელიც აგრესიის გარდა არაფერს აგროვებს მათში და სწორედ ეს აგრესია ხდის მათ ბულერებად, სხვები კი ანუ ბულინგის მხვერპლნი – მუდმივად თავადცვის და თვითგადარჩენისთვის იბრძვიან (პრინციპში ბულერებადაც იმიტომ ყალიბდებიან,რომ აღიარება მოიპოვონ და თავი დაიმკვიდრონ. შინაგანად ეს ადამიანებიც სუსტები და დაუცველები არიან,თუმცა იმის შიშით,რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს თავდაცვას სხვისი ჩაგვრით განახორციელებენ. მათთვის არავის უსწავლებია როგორ გამოხატონ ემოცია,როგორ თქვან სათქმელი, რეალური მსმენელი არასდროს ჰყოლიათ), ასეთი სივრცის არსებობა უდაბნოში ამოჩუხჩუხებული წყაროს წყალივითაა.(მხოლოდ ასეთ ადგილებს და ასეთ მიდგომებს შეუძლია აღზარდონ ადამიანი,რომელზე გავლენის მოხდენაც შეულებელია, რადგან ის კარგად იცნობს საკუთარ თავს და სჯერა საკუთარი ძალებს).იგრძნობა თუ როგორ იზრდება ავტორი ერთიდან მეორე ნამუშევრის შესრულებამდე როგორც ემოციურად (დღეს ყველაზე დიდი დეფიცითი ემოციური ინტელექტის არარსებობა და შიმშილია ,რომელიც ზრდის ადამიანის ემპათიის უნარს) ისე აზროვნებით, ნებისყოფით, პოზიტიური ხედვით, აღქმით, ანალიზით, ზოგადიდან კონკრეტულის გამოყიფით და კონკრეტულის განზოგადებით, კავშირით ფიზიკურსა და სულიერს შორის . შინაგანი, დაფარული ნიჭის აღმოჩენით და გაცოცხლებით რომელიც სწორედ ინდივიდუალური ხელწრით გამოდის გარეთ და სწორედ ამას შეუძლია მოხიბლვა ჩემი, რადგან ესაა სიწრფელე, ესაა  ღირებული და ეს ზემოქმდებს სასწაულებრივად.  ამის განმახორციელებელი, ამ საოცრების გზამკვლევი და ჩამდენი ნატალიაა, რომლისთვისაც არ არსებობს მიუღწეველი, დაუძლეველი სირთულე. აუწყობელი ურთიერთობა,საერთო ენის გამონახვის პრობლემა, ასაკობრივი ზღვარი და ასე უამრავი რამ, რაც ჭირდება ამ სამუშაოს, სწორედ ამ ხარისხით შესრულებას, ამ შედეგამდე მიყვანას, როგორც პედაგოგის ასევე მისი მსმენელის.  არაერთხელ მითქვამს,რომ ასეთი ბევრი კი არა მე საერთოდ არ მინახავს. რადგან მას აქვს ნიჭი და ნებისყოფა აკეთოს და ელოდოს, ელოდოს მანამ სანამ არ ჩაახედებს თავის თავში და ბოლომდე არ გააცნობიერებინებს, რომ ის ერთადერთია და მისი უნიკალურობა ისეთი მნიშვნელოვანია, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია…

მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს კაშკაშა გარემო ნათელი ფერებით ანათებს სულსაც. ამ გარემოს  შემქმნელებს სჯერათ რასაც აკეთებენ იმის უნიკალურობის და ეს დაჯერება გადამდებია. ეს არის ღირებულებითი ჯაჭვი,რომრლზეც ყველა ის რგოლია, რაც ადამიანს სრულყოფილებისკენ სწრაფვაში დაეხმარება.